Медицинские авиаперевозки в Гамбурге

თუ თქვენ, ან თქვენს ახლობლებს  გსურთ გაიაროთ მკურნალობა ჰამბურგში, კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) მოხარულია შემოგთავაზოთ სამედიცინო თვითმფრინავი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.  ქალაქში არსებობს ბევრი კლინიკა, რომელებიც სთავაზობენ კლიენტებს მსოფლიო დონის მომსახურებას, ხოლო ფასები ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ზოგჯერ იქმნება საპირისპირო სიტუაცია. თუ პაციენტი ცხოვრობს ჰამბურგში, მაგრამ გეგმავს მკურნალობის გავლას სხვა ქალაქში, საჭირო ხდება მისი იქ გადაყვანა. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) უზრუნველყოფს გადაფრენას ნებისმიერ ქვეყანაში ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.

 

თანამედროვე სამედიცინო თვითმფრინავები

Медицинские авиаперевозки в Гамбургеყოველწლიურად სამედიცინო ავიაცია ჰამბურგში იძენს სულ უფრო მეტ აღიარებას. სულ უფრო აქტიურად გამოიყენება მძიმედ დაავადებული ავადმყოფების გადასაყვანად სპეციალურად  შექმნილი თვითმფრინავები,და რაც მთავარია-  სულ უფრო ეფექტურად. ხშირად ხდება, რომ პაციენტისთვის ძვირფასია ყოველი წუთი. ოპერატიულმაგადაყვანამ სხვა ქალაქში, სადაც მდებარეობს საჭირო კლინიკა, შეიძლება გაახანგრძლივოს და ზოგჯერ გადაარჩინოს სიცოცხლე!

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) მოხარულია შემოგთავაზოთ ყველაზე კომფორტაბელური სანიტარული თვითმფრინავები, რომლებსაცბორტებზე აქვთ მოწინავე სამედიცინო მოწყობილობები და რომლებიც პრაქტიკულად წარმოადგენენ „მფრინავ რეანიმაციას“. აქ არის ყველაფერი ავადმყოფის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისთვის საჭირო დახმარების გაწევისთვის, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე. რეისს აუცილებლად მიჰყვება საჭირო კვალიფიკაციის ექიმი, ექთანი და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა პროფესიონალები.

 

დაკვეთეთ სანიტარული თვითმფრინავი ჩვენთან! 

ნებისმიერი მარშრუტით სამედიცინო თვითმფრინავის დასაჯავშნად  შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი განაცხადი ჩვენს საიტზე ან პირდაპირ დაუკავშირდეთ მენეჯერს. აუცილებელია თავიდანვე აღნიშნოთ, რომ გჭირდებათ  სანიტარული საჰაერო ხომალდი, პაციენტის ასაკი და დიაგნოზი, მისი მდგომარეობა და მისი გადაყვანის მოთხოვნები, თუ, რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის ცნობილია. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთთქვენთვის  გამოცდილი ექიმის დახმარებას კონსულტაციისთვის,  რომელიც მოგცემთ  სასარგებლო რჩევებს.

სანიტარული ავიაცია ჰამბურგში არა მარტო მძიმედ დაავადებულებს უწევს მომსახურებას. სამედიცინო თვითმფრინავი საჭირო ხდება მრავალ სხვა სიტუაციაში. ორსული ქალის გადაყვანა ორსულობის ვადის ბოლო პერიოდებში, საჰაერო ხომალდით სტიქიური უბედურების ზონიდან დაზარალებულების ევაკუაცია, ინვალიდის გაგზავნა სარეაბილიტაციო კურორტზე, მოხუცი ადამიანების მომსახურება – თითოეულ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ჩვეულებრივი ავიაკომპანიის რეისი არ გამოდგება და საჭირო გახდება კერძო თვითმფრინავი ან ვერტმფრენი.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციაში.ჩვენ გთავაზობთ როგორც საჭირო, ასევე დამატებით მომსახურებას და მზად ვართ უზრუნველვყოთ თქვენი მოგზაურობის ორგანიზაცია დაწყებიდან დამთავრებამდე:

    • დაგეხმარებით ჰამბურგში ან ევროპის ნებისმიერ სხვა ქალაქში საჭირო კლინიკის არჩევაში;
    • დავდებთ ხელშეკრულებას სამედიცინო მომსახურებაზე;

Медицинские авиаперевозки в Гамбурге

  • დავიქირავებთ ექიმს, ექთანს და სანიტარულ ბრიგადას თანხლების მიზნით;
  • უზრუნველვყოფთ ტრანსფერს სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო ავტომობილით გაფრენისა და დანიშნულების ადგილას;
  • საჭიროების შემთხვევაში, რთულად მისაღწევ ადგილას მოგზაურობისთვის გამოვიყენებთ ვერტმფრენს;
  • გავაფორმებთ ვიზებსა და დაზღვევას ყველა მგზავრისთვის;
  • ვიზრუნებთ კომფორტულ მგზავრობაზე ნათესავებისთვის;
  • მოვაგვარებთ სხვა ნებისმიერ თანამდევ ამოცანებს.

კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL)-თან თანამშრომლობა ძალიან კომფორტულია. ხელშეკრულების დადება და რეისის საფასურის გადახდა შეიძლება დისტანციურად. განაცხადის მიღების შემდეგ ჩვენი მენეჯერი სწრაფად დაამუშავებს თქვენს დაკვეთას და დაგიკავშირდებათ დეტალების დაზუსტებისთვის. საგანგებო სიტუაციაში გადაფრენა შესაძლებელი გახდება რეისის დაჯავშნიდან სამ საათში. სამედიცინო ავია-გადაფრენის საკითხზე უფასო კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტს თქვენთვის ხელსაყრელი ნებისმიერი გზით.